logo
ENG



"თანხის გამოძალვისთვის სახლის ეზოში ყუმბარა ისროლეს" - პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

13 სექ 202417:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/o4czcaen15abtej.jpg

ქვემო ქართლში თანხის გამოძალვის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან ორი 19 წლისაა, ხოლო ერთი 17-ის. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ორი ბრალდებული საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.

გარდა ამისა, შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა მესამე ბრალდებულისთვის, თუმცა ამის შესახებ მან პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძალვაში ჯგუფურად ჩადენილი დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების, გადაზიდვის, ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა